თბილისში 180-ვე საბავშვო ბაღში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება. ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე აცხადებს და აღნიშნავს, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება.
როგორც გვენცელაძე განმარტავს, საბავშვო ბაღებში გაზგაყვანილობის სისტემა გასულ წლებშიც შემოწმდა.
„ბაღებს მონიტორინგისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება ამოწმებს. პროცესში ჩართულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისიც“. ბაღები შარშან და შარშანწინ შემოწმდა. გაიცა რეკომენდაციები, რომლის საფუძველზე 20 ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩავანაცვლეთ“, - მგანაცხადა გვანცელაძემ.
შეგახსენებთ, რომ გორის 13 საჯარო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემაში გამოვლენილი ხარვეზების გამო სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა. როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი ლია კოვზიშვილი აცხადებს, ბაღების შემოწმების მიზნით, მათ „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიმართეს.