შუახევის მუნიციპალიტეტის, იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლაში 2018 წლის იანვარში შუახევის ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის ორგანიზებითა და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით ბავშვთა რაგბის წრე გაიხსნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წრის მიზანია მასობრივი სპორტის სახეობისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და მაღალმთიან სკოლებში ბავშვთა რაგბის განვითარება.
წრის წევრები, მწვრთნელ ავთანდილ მიქელაძის ხელმძღვანელობით, აქტიურად მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალებსა და ამხანაგურ მატჩებში. ჰქონდათ ბევრი წარმატებული თამაში, რომლის შედეგად შესაბამისი თასები, მედლები და სიგელები მოიპოვეს.
სკოლის მოსწავლეები დიდ მადლობას უხდიან რაგბის კავშირს და ყველა იმ ადამიანს, ვინც საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა რაგბის განვითარებას მაღალმთიან სკოლებში.
იხილეთ ფოტოები