ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ.
მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ლორთქიფანიძე რესპუბლიკურ სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობდა. მან მეორე ტური წარმატებით გადალახა და ფინალში იასპარეზებს.
მარიამი კონკურსში თავის გეოგრაფიულ ცოდნას გამოსცდის. მას პედაგოგი ნინო ჯოჯუა ხელმძღვანელობს.
ტობანიერის საჯარო სკოლა ულოცავს მას და წარმატებებს უსურვებს.