დაბა წაღვერის საჯარო სკოლამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს: ნინო ვახანიასა და მარინე ტურავას უმასპინძლა.
პროფესორებმა ილია ჭავჭავაძეზე წაიკითხეს ლექცია, რომელიც უფროსკლასელებმა მოისმინეს.
მათ დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები.
„ილია ჭავჭავაძე კვლავ აქტუალურია ახალი თაობისთვის. აქცენტები გაკეთდა მისი დიდი ეროვნული სულის, იდეის წარმოჩენაზე. დიდი მადლობა ასეთი სავსე დღისათვის საპატიო სტუმრებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები