ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ ქსელურ პროექტში - „საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში“ აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.
ქსელურ დისტანციურ პროექტში მოსწავლეების აქტიური ჩართულობისთვის სერტიფიკატი გადაეცა ასევე სკოლის პედაგოგ ლალი მარგიანს.
ქსელური პროექტის - ,,საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში" დასკვნითი ღონისძიება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები