დერცელის საჯარო სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები, ჯემალ ირემაძე, მერაბ ბერიძე, რაულ ბერიძე და ზურაბ გობაძე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მონაწილეობდნენ.
პროექტი „ცეცხლოვანი ბორბალი“ ითვალისწინებდა სავონიუსის ტიპის ქარის ვერტიკალური გენერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის მიღებას. მხოლოდ ამ პროექტის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობდა, რომ სავონიუსის ტურბინიდან ელექტროენერგიის მიღება ხდება არა ქარის, არამედ წყლის ენერგიის გამოყენებით. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის სიმკვრივე ჰაერისაზე 800-ჯერ მეტია, მოსწავლეთა აზრით, ეს გაზრდიდა მიღებული ელექტროენერგიის სიმძლავრეს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა უფროსების დახმარებით დაამზადეს აღნიშნული მოწყობილების მაკეტი, რომელიც წარადგინეს თბილისში კონკურსის ნახევარფინალში, რომელიც ჩატარდა სასტუმრო ,,რედისონში“. მოსწავლეთა გამოგონება კომისიის წევრებს ძალიან მოეწონათ.
„არ ყოფილა არც ერთი კრიტიკული შენიშვნა კომისიის წევრების მხრიდან. მოსწავლეებმა კომისიის წვერებს მადლობა გადაუხადეს, რადგან მათმა აზრმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. მართალია მათ კონკურსში ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ შემდეგ წელს აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას. ამჯერად, მოსწავლეების მიზანია დამზადდეს ამ პრინციპით ისეთი მოწყობილება, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ზაფხულში მთაში ექნებათ საშუალება ჰქონდეთ დენის წყარო“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები