ახალი სასწავლო წელი ხულოს მუნიციპალიტეტის 50 სკოლაში ღონისძიებებით დაიწყო
15-09-2016
დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის 49 საჯარო და 1 კერძო სკოლაში ახალი 2016-2017 სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა და სწავლა დაიწყო.

 

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძესთან და პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქავაძესთან ერთად დღეს დაბის საჯარო სკოლას ეწვია.

მათ პედაგოგ-მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს.

მათ საჩუქრად ნოუთბუქები, ხოლო გასული წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203