ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
თამაში კლუბის „წარმატებული გუნდის“ ორგანიზებით დავითობასთან დაკავშირებით გაიმართა. კონკურსში მერვედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრში მე-12 კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის ისტორიის მასწავლებელს, მალხაზ ნაგერვაძეს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისათვის.
იხილეთ ფოტოები