ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით პროექტი განახორციელეს.
პროექტს ისტორიის მასწავლებელი ბელა კუჭუხიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ორ ჯგუფად გადანაწილდნენ. პირველმა ჯგუფმა თემაზე - „დავით აღმაშენებლის ღვაწლი საქართველოს ისტორიაში“ იმუშავა და პრეზენტაცია ჩაატარა. მეორე ჯგუფის წევრებმა კი წარმოადგინეს თემა - „დავით მეფის მნიშვნელოვანი ბრძოლები“ და ისაუბრეს დიდი მეფის საბრძოლო სტრატეგიებზე.
„მოსწავლეებმა დამაჯერებლად ისაუბრეს დავითის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მათ შეძლეს მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, გაანალიზება და გადმოცემა. ის არის მეფე, რომელმაც საფუძველი დაუდო თამარის ოქროს ხანას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.