მცხეთის მუნიციპალიტეტის, ციხისძირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშების მორიგი სეზონი გაიხსნა.
ინტელექტუალურ თამაშებს ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებელი ინგა თირქია კურირებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ყოველი თამაში, წინა სეზონების მსგავსად, კონკრეტულ თემატიკასთან იქნება დაკავშირებული. პირველი თამაშის თემა მუსიკა გახლდათ, ხოლო მომდევნო კვირის თამაში შუმერების შესახებ იქნება.
თამაშებში სკოლის აღსაზრდელებისგან დაკომპლექტებული 7 გუნდი მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები