ქედის მუნიციპალიტეტის, პირველი მაისის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ საახალწლო კარნავალი გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობით წარსდგნენ და მაყურებელს ახალი წელი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით მიულოცეს. ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლის ანსამბლი „ლადა“.
გამოვლინდა ნომინაციები: აქტიური კლასი, საუკეთესო ნაძვის ხის ავტორები.
მოსწავლეებს დღესასწაული მიულოცა სკოლის დირექტორმა თინა ცეცხლაძემ.
იხილეთ ფოტოები