თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატებები უკვე რეგიონს გასცდა.
სკოლის მეშვიდეკლასელი მოსწავლეები, მათე მამულაშვილი და შოთა ჩაველაშვილი სპორტისა და ხელოვნების დარგში მიღწეული წარმატებისთვის თიბისი ბანკმა ერთწლიანი სტიპენდიით დააჯილდოვა (კლასის დამრიგებელი თინათინ ნათელაძე).
„ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი უდიდესი სტიმულია არა მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ სრულიად სკოლის საზოგადოებისათვის. გვეიმედება, რომ ჩვენი აღსაზრდელები, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები კიდევ ბევრჯერ ასახელებენ მშობლიურ სკოლას, კუთხეს და ქვეყანას. ამაში თიბისი ბანკის წვლილიც იქნება, რისთვისაც გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისი ინიციატივაც იყო ეს კეთილშობილური ნაბიჯი. მადლობა თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს სალომე მოდებაძეს“ - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები