ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორის ინგა ვარდიძის ინიციატივით სკოლაში ახალი წლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა კონკურსი, მათ შორის ერთ-ერთი იყო ვიდეორგოლების კონკურსი „საახალწლო მილოცვა“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ I- XII კლასებს. კონკურსის მიზანი იყო გამოევლინა საუკეთესო კლასი, რომელიც ყველაზე ორიგინალური მილოცვის ავტორი იქნებოდა.
საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული სამი ვიდეომილოცვის ავტორი კლასი. ვიდეორგოლის კონკურსი „საახალწლო მილოცვა“ პირველი ადგილი დაიკავა Iე კლასმა (კლასის ხელ-ლი ხათუნა ჯანაშვილი), მეორე ადგილი IVბ კლასმა (კლასის ხელ-ლი ნარგიზა მარსაგიშვილი), მესამე ადგილი კი დაიკავა VIგ კლასმა (კლასის ხელ-ლი ჯილდა დონაძე).
სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ გამარჯვებული ვიდეორგოლების ავტორი კლასების ხელმძღვანელები სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ვიდეოები