დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებელმა, ნინო ბუაჩიძემ ახალი წელი განსხვავებული სახით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასის ხელმძღვანელმა საინტერესო და სახალისო გაკვეთილები ჩაატარა და მშობელთა ჩართულობით მოკრძალებული ღონისძიება მოაწყო.
ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
პირველი ადგილი გიორგი ლურსმანაშვილმა დაიკავა, მეორე და მესამე ადგილები კი ანამარია ქურდაძემ და აკაკი ფურცელაძემ გადაინაწილეს.
კონკურსის ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცა.
იხილეთ ფოტოები