კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა თემაზე - „ჩემეული ზამთრის ზღაპარი“ თავისუფალი თხზულება დაწერეს
11-02-2019
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ IVბ კლასის კლუბის - „ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.
კლუბს პედაგოგი ლეილა გიორგაძე ხელმძღვანელობს. 
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა რევაზ ინანიშვილის „ზამთრის ზღაპარი“ წაიკითხეს, წაკითხული ნაწარმოების გაანალიზების შემდეგ თემაზე - „ჩემეული ზამთრის ზღაპარი“ თავისუფალი თხზულება დაწერეს და საკუთარი ინტერპრეტაციით ზამთრის ილუზიები წარმოადგინეს. 
„მოსწავლეებმა სინანული გამოთქვეს წლევანდელი დამთბარი ზამთრის გამო. იოსებ ჩუბინიძემ თავისი ნახატით საინტერესოდ წარმოგვიდგინა უთოვლო ზამთრის მზიანი პეიზაჟი, თუმცა პატარები იმედს იტოვებენ, რომ თებერვლის თვემ სიურპრიზად მოგვივლინოს ისეთი ზამთარი ,როგორიც რევაზ ინანიშვილის მოთხრობაშია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203