წალკის მუნიციპალიტეტის, საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - „ეს ყველაფერი ხელოვნებაა“ გაიმართა.
ღონისძიებას პედაგოგი ნინელი ვიბლიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გამოფენა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სახვითი ხელოვნების ელემენტების შემოქმედებითად გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებას, დაეხმარება მათ ხელოვნების შეყვარებაში და ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში.