ვარდისუბნის საჯარო სკოლაში მათემატიკაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
12-02-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ნადეჟდა წიქარიშვილმა IX კლასის მოსწავლეებთან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა იყო -  „კვადრატული ფუნქციის თვისებები“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა საგაკვეთილო პროცესში ციფრული ტექნოლოგიის ინსტრუმენტი Geogebra გამოიყენა, რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს კვადრატული ფუნქციის გრაფიკის აგებაში და მათი თვისებების გააზრებაში.

მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში. გაკვეთილი ჩატარდა საინტერესოდ. მასწავლებელმა დასახულ მიზანს მიაღწია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203