დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები (დამრიგებელი: თეა სამსონიძე) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას ესტუმრნენ.
„ყველა დროის ყველაზე ემოციური მოთხრობის, ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ შეჯამება მოსწავლეებმა შეძლეს ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის შესახებ მსჯელობით, მათ ასევე წარმოადგინეს მონადირის ფიქრები წერილობით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პარკის სპეციალისტმა ნინო ავეტისიანმა საინტერესო პრეზენტაცია გამართა, ხოლო დასასრულს გარემოსდაცვით თემაზე თამაშშიც ჩააბა უზომოდ კმაყოფილი მოსწავლეები.
დაბა წაღვერის საჯარო სკოლა მადლობს უხდის ეროვნულ პარკს ასეთი გულისხმიერი მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტოები