„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ აცხადებს კონკურსს - ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების რეცენზენტების შესარჩევად.
კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან: განაცხადების გადარჩევა (საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შედარება) და გასაუბრება.
რეცენზენტი არ შეიძლება იყოს განმცხადებელი, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საავტორო უფლების მფლობელი ფიზიკური პირი ან ავტორი, მათი ნათესავი, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ სუბიექტის თანამშრომელი, რომელსაც გრიფირების წეისის შესაბამისად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაევალა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შექმნა.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.