თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მწერალ ბასა ჯანიკაშვილის ლექციას დაესწრნენ
12-02-2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მწერალსა და დრამატურგს ბასა ჯანიკაშვილს უმასპინძლა.

მწერალმა თბილისის მე-2 და 175-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს სხვადასხვა ნაწარმოებიდან ამონარიდები წაუკითხა, ესაუბრა წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა მედიაციის სახლში გაიმართა.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ საერთაშორისო ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. 

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ საქართველოში მეოთხედ, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203