მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეები - ასტღიკ ხაჩატურიანი, სარგის სარგისიანი, თამარა სარქისიანსი და ლუსინე ხაჩატურიანი „ეტალონმა“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით და სიგელით დააჯილდოვა.
სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
ასევე, მადლობის სიგელი გადაეცა სკოლის დირექტორს სილვა ამირიანს საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ www.etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისათვის.
იხილეთ ფოტოები