მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლა ასოციაცია ათინათის 2018 წლის პროგრამის „მომავლის თაობა“ რეგიონალურ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიიწვიეს.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ: სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მაყვალა ფანცულაია და ოლეგ ძიძიგური, IX-X კლასის ლიდერი მოსწავლეები, ბექა ჩხეტია, ლევანი ცანავა, ვლადიმერ ჯახუა, ლავრენტი ცანავა, მშობელი თემურ ჯახუა, სკოლის დირექტორი გერასიმე კიკალიშვილი და საქმის მწარმოებელი დავით პირტახია.
ღონისძიება პროექტის კოორდინატორმა სალომე გარდავამ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ პროგრამის დირექტორი მანანა უშვერიძე და ათინათის ხელმძღვანელი გია ხასია.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს განხორციელებული პროექტების პრეზენტაციები, რომლებმაც მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. ასევე, გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს გადაეცათ ლეპტოპი, ხოლო გამარჯვებულ სამოქალაქო განათლების პედაგოგს კი - პლანშეტი. ღონისძიება ფურშეტით დასრულდა.
„ღონისძიების შემდეგ სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეების მოთხოვნით გავედით მდ. ენგურის ხიდთან პოლიციის დაცვის ქვეშ, საიდანაც გაუგზავნეთ მოკითხვა და სალამი აფხაზ თანატოლებს, გადავიღეთ სამახსოვრო სურათები და ჩავიფიქრეთ, რომ უახლოეს მომავალში მშვიდობიანად ჩავსულიყავით გუდაუთაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები