ხუნწის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
12-02-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა.

თამაშში მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას პედაგოგი ნინო დანელია ხელმძღვანელობდა. ინტელექტუალურ თამაშს მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. საჭირო გახდა ბონუს რაუნდების ჩატარება. თანასწორ ბრძოლაში პირველი საპრიზო ადგილი მე-3 კლასიდან ბარბარე ჯიშკარიანმა, მე-4 კლასიდან კი ანი ფაილოძემ დაიკავა. მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელები ნინო ძაძამია და ლაშა სურმავა შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203