ახალსოფლის სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით ორიგინალური ფორმატის ღონისძიება ჩატარდა
16 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
წიგნის პოპულარიზაციის და სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურებოდა ამ დღესთან დაკავშირებით ახალსოფლის სკოლაში ორიგინალური ფორმატით ჩატარებული ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებდა არა მხოლოდ წიგნებიდან ნაწყვეტების ხმამაღლა კითხვას, არამედ წიგნიერებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებსაც, როგორიცაა დისკუსია, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა ჟანრის წიგნების გამოფენა სკოლის ბიბლიოთეკის ფონდიდან.
როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა გააკეთეს სლაიდ-შოუ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებზე განათლების და წიგნიერების შესახებ, წაიკითხეს ნაწყვეტები ვაჟა-ფშაველას ''შვლის ნუკრის ნაამბობიდან'' და ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებიდან:
"ბოლოს კი სკოლის ბიბლიოთეკარის რეკომენდაციით ჩამოწერეს საკითხავი წიგნები. აღნიშნულმა ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.''