სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრები აჯამეთის დაცულ ტერიტორიებს ესტუმრნენ
13-02-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრები აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ზესტაფონის რაიონის ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და დახმარებით იმერული ენდემური და ჰართვისის მუხის 400-მდე ნერგი დარგეს. 

განაშენიანების აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სარეკის საჯარო სკოლის მეგობარი ა(ა).ი.პ. წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლის წარმომადგენლებმა.

მოსწავლეების თხოვნით ტყის რეინჯერებმა მათ 60-მდე მუხის ნერგი გამოატანეს, რათა თავიანთ რაიონში დაერგოთ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203