ფოთის N12 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა იზოლდა ლოლუამ საქველმოქმედო სპექტაკლი - ,,ჯადოსნური ღამე" ჩაატარა.
სპექტაკლში სკოლის მოსწავლეები და სხვა საგნის მასწავლებლები - მზევინარ აბაშია და მზია ადამია მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ წარსდგნენ, შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები