ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კულტურისა და შემოქმედების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის - „აწ ენა მინდა გამოთქმად“ დასკვნით ეტაპში წარმატებით იასპარეზეს.
კონკურსის საპრიზო ადგილის მფლობელი გახდნენ XI-გ კლასის მოსწავლეები: გრან-პრი - გუგა კვირიკაშვილი, II ადგილი კი ნელი მაღლაკელიძე (პედაგოგი: ნანა მელაძე).
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები