თბილისის N2 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი ნანული სარაჯიშვილი და თეატრის წარმომადგენელი ლალი თაბაგარი.
„სტუმრებმა მოსწავლეებს რამდენიმე საქველმოქმედო სპექტაკლზე დასწრება შესთავაზეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავთანხმდით და დავესწარით წარმოდგენებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და მოსწავლეები ემოციებს ვერ მალავდნენ სპექტაკლების ნახვის შემდეგ. მათ პედაგოგებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და განიხილეს თითოეული სპექტაკლი.
თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექცია, სრულიად პედ.კოლექტივი, მოსწავლეები და მათი მშობლები მადლობას უხდიან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრს, განსაკუთრებით რეჟისორ რობერტ სტურუას ყველა იმ საინტერესო და შთამბეჭდავი სპექტაკლისთვის, რისი ხილვის საშუალებაც მიეცათ სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები