ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკაში ვიქტორინა ჩატარდა.
ვიქტორინას მათემატიკის მასწავლებელი ზოია სუხორუკოვა ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიქტორინაში მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილებდნენ, რომლებიც ორ გუნდად -„რადიუსი“ და „ფიგურა“ იყვნენ წარმოდგენილი.
„გუნდები ერთმანეთს სხვადსხვა აქტივობებში შეეჯიბრნენ, ბევრი ლოგიკური სააზროვნო ამოცანა ამოხსნეს. იყო ვნებათა ღელვა, ემოციები და ცრემლებიც, ბოლოს ჟიურიმ ორივე გუნდის მიერ მოპოვებული ქულები შეაჯამა. აღმოჩდა რომ ორივე გუნდმა ერთნაირი შედეგი აჩვენა. გუნდის კაპიტნებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები