ადიგენის მუნიციპალიტეტის, მოხის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა.
ინტელექტუალურ თამაშს ორგანიზება საბუნებისმეტყველო კათედრამ გაუწია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები თამაშში ხალისით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გამარჯვებული მოსწავლე წიგნით და სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები