თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ინტელექტუალური თამაში - „ვინ უკეთ იცნობს დავით აღმაშენებელს“ გაიმართა.
ინტელექტუალურ თამაშს ორგანიზება პედაგოგმა ზურაბ კუტალაძემ გაუწია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაშში V-ა და V-ბ კლასის მოსწავლეთა გუნდები - ,,ვუნდერკინდი“ (კაპიტანი თამარ დოლაკიძე), ,,უძლეველები“ (კაპიტანი მარიამ მაკარიძე), ,,მებრძოლები“ (კაპიტანი გიორგი რობაქიძე) და ,,მწიგნობრები“ (კაპიტანი კატო მორალიშვილი) მონაწილეობდნენ.
პაექრობა სამ ტურად წარიმართა. შეკითხვები ეხებოდა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებს. თამაშის ბოლოს კაპიტნების პაექრობა გაიმართა.
შედეგები ასე გადანაწილდა:
I ადგილი მოიპოვა V-ბ კლასის გუნდმა ,,მებრძოლებმა“ . კაპიტანმა გიორგი რობაქიძემ გუნდთან ერთად დამსწრე საზოგადოებას თემის ღრმა ცოდნა აჩვენა.
II ადგილი დაიკავა V-ბ კლასის გუნდმა -,,მწიგნობრები“ (კაპიტანი კატო მორალიშვილი).
III ადგილზე გავიდნენ V-ა კლასის გუნდები - „ვუნდერკინდი“ და ,,უძლეველები. “
ღონისძიების ორგანიზებაში პედაგოგ ზურაბ კუტალაძესთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლასის ხელმძღვანელები - დალი სარალიძე, ლელა მაკარიძე და მოსწავლეთა მშობლები.
მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„მომდევნო თამაში მაისის თვეში ჩატარდება, რომელზეც გუნდები გულშემატკივრების წინაშე ერეკლე მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნით წარსდგებიან“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები