ხოფურის საჯარო სკოლაში მშობელთა კრება გაიმართა
13-02-2019

ხოფურის საჯარო სკოლაში მშობელთა საერთო კრება ჩატარდა.

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, რაც მიზნად ისახავს მშობლების აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, ასევე, მათ მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. 

„სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი,  მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას” - აღნიშნა სკოლის დირექტორმა და მშობლებს მეტი ჩართულობისაკენ მოუწოდა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203