სენაკის N1 სკოლის მოსწავლე ნიკო კეცხოველის პრემიის ნახევარფინალისტი გახდა და სერტიფიკატი გადაეცა.
სასკოლო კონკურსი "ნიკო კეცხოველის პრემია-2017" ნახევარფინალური ტური, ქ.ზუგდიდის N1 სკოლაში გაიმართა.
როგორც მასწავლებელი მამუკა კუჭავა აღნიშნავს, გასული სასწავლო წლიდან დაწყებული სკოლაში ჩამოყალიბებული CENN გუნდი აქტიურად ახორციელებდა გარემოსდაცვით აქტივობებებს:
"სკოლის "ეკოსპიკერმა", მე-10 კლასის მოსწავლემ ზურაბ გაბელაიმ გააკეთა გარემოსდაცვითი მიმართვა და წარმოაჩინა სკოლის ჩართულობა აღნიშნულ პროექტში. სკოლის CENN გუნდის წევრებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. კონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად სკოლის CENN გუნდი მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას.''