ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვას აქტიურად განაგრძობენ.
მიმდინარე სასწავლო წელს გარე დაკვირვების გაკვეთილები დადებითად შეუფასდათ სკოლის რუსული ენის მასწავლებელს, ვალერიანე ვოლჩანსკის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, მირანდა ლაზარეიაშვილს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინო ჭოლოკავას, ბიოლოგიის მასწავლებელს, ქეთევან ენდელაძესა და ისტორიის მასწავლებელს, თეიმურაზ რუხაძეს.
ქუთაისის N14 საჯარო სკოლა ულოცავს პედაგოგებს და წარმატებებს უსურვებს.