ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბი - „ანაბასისი“ მუშაობას აქტიურად განაგრძობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამჯერად კლუბის ერთ-ერთმა წევრმა, მეათე კლასის მოსწავლე მარიამ ჭანტურიძემ საკუთარი ინიციატივით აუდიტორიას თემაზე - „პარაზიტები და ადამიანი“ საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა.
„თემა ძალიან აქტუალურია. პრეზენტაცია მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავდა და დიდი დაინტერესება გამოიწვია. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები და მშობლებიც ჩაერთვნენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
კლუბის კურატორები ქეთევან ედიბერიძე და თამარ ბაქრაძე არიან.
იხილეთ ფოტოები