კალისტრატე სალიას სახელობის ჯგალის თემის სკოლაში საეკლესიო-შემეცნებითმა ღონისძიებამ მოსწავლეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია 
21-02-2017

ჯგალის თემის (კალისტრატე სალიას სახელობის) სკოლაში ჩატარდა საეკლესიო - შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება, ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, წმინდანთა ცხოვრება და მოღვაწეობა. 

დავით მეფე, წმინდა ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა, წმინდა ბერი გაბრიელ აღმსარებელი და სალოსის ცხოვრება და მოღვაწეობა. 

ასევე, სხვადასხვა წმინდანთა ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გაიმართა პრეზენტაცია. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, სასულიერო პირები, ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი და სკოლის დირექტორი, ადმინისტრაციის წევრები, პედაგოგები და მშობლები.

ღონისძიება ''ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის'' ორგანიზებით ჩატარდა. 

როგორც ''ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში'' აცხადებენ, ღონისძიებამ მოსწავლეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203