დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში მოყვარული მხატვარი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
13-02-2019

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში, მხატვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოყვარული მხატვარი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

სკოლის დერეფანში ხელოვნების კლუბის წევრთა და კულტურის სამსახურის მიერ ჩატარებულ ხატვის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა.

დამთვალიერებლისთვის წარმოდგენილია ნათია ბურჯანაძის, ანა კვინიკაძის, ანა მაისურაძის, მარიამ ბურჯანაძის, ელენე ბუაჩიძის, ანა მაჭავარიანის, ბაჩო გამცემლიძის, კესო იჩქიტიძის, ელენე ხიჯაკაძის, მონიკა ბუცხრიკიძისა და ქეთევან ლაცაბიძის ნამუშევრები.

გამოფენას ორგანიზება ხელოვნების მასწავლებელმა დალი ლურსმანაშვილმა გაუწია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეთა ნამუშევრები სკოლის დერეფანში წლის ბოლომდე იქნება გამოფენილი.

„სკოლაში როგორც დაწყებით, ისე საბაზო და ასევე საშუალო საფეხურზე არაერთი მოყვარული მხატვარი სწავლობს. ისინი სხვადასხვა კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობენ და  საკმაოდ წარმატებულადაც. შესაძლებელია, მომავალში მათ პროფესიადაც კი აირჩიონ მხატვრობა. სწორედ მოყვარული მხატვარი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო სკოლაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203