თბილისის N146 საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე რაფავა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო ადგილის მფლობელია
14-02-2019
თბილისის N146 საჯარო სკოლის 10-ა კლასის მოსწავლე ალექსანდრე რაფავა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო ადგილის მფლობელია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ალექსანდრე რაფავა ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და თებერვლის ბოლოს ანტალიაში ევროპის თასზე მიემგზავრება.

„ვუსურვებთ წარმატებებს ჩვენი სკოლის აღსაზრდელს და კიდევ ბევრჯერ გვინდა  ჩემპიონი გახდეს, ასახელოს სკოლა და სამშობლო-საქართველო“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203