პირველი ობჩის საჯარო სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ კონკურსში აქტიურადაა ჩართული
14-02-2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩაბმული ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის" კონკურსში.

კონკურსის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლება მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. ასევე, კომუნიკაციის უნარების განვითარება სკოლაში და ადგილობრივ თემში.

მოსწავლეთა გუნდმა მრავალი აქტივობა ჩაატარა აღნიშნულ საკითხებზე, მათ დაიმსახურეს მაღალი შეფასებები და ქულების მიხედვით პირველი ადგილი დაიკავეს იმერეთში.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ეკოკლუბი „ოზონი“ ემზადება შემდეგი ეტაპისათვის, რომლის დროსაც ნახევარფინალში ჟიურის წინაშე წარდგება ეკოსპიკერი და წარადგენს პრეზენტაციას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203