დღევანდელ სამყაროში, ერთ-ერთი ყველაზე „ძლიერი იარაღი“ ცოდნაა. სწორედ ცოდნით ისახელეს თავი სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“.
მონაწილე 18 მოსწავლიდან უმრავლესობამ კარგი შედეგი აჩვენა, მეორე ეტაპზე გადავიდა 2 მოსწავლე, ხოლო მესამე ეტაპზე საუკეთესო ათეულში მოხვდა ერთი მოსწავლე: ფარვიზ დაშდამიროვი.
„ჩვენი სკოლისთვის მეტად საამაყოა ამგვარ პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებასა და გამოცდილების გაზიარებაში. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ინოვაციების ასათვისებლად და სასკოლო ცხოვრებაში დასანერგად“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები