ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში სახალისო-შემეცნებითი ღონისძიება - „ქართულის კვალდაკვალ“ გაიმართა.
ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მარინე ჯაჯანიძემ გაუწია.
ღონისძიებაში მოსწავლეთა ორი გუნდი - „ვარსკვლავები“ და „ნიჭიერები“ მონაწილეობდა.
მოსწავლეები მონაწილეობდნენ შემდეგ აქტივობებში: 1. კითხვა-პასუხი. 2. გამოცანები. 3. დააწყვილეთ აზრობრივად. 4. შეაერთეთ ფრაზეოლოგიზმები მათ მნიშვნელობებთან. 5. შეავსეთ კროსვორდი. 6. გარითმეთ სიტყვა. 7. მოიქეცით პერსონაჟის მსგავსად და სხვა.
მოსწავლეებს 4 ადამიანისგან შემდგარი ჟიური 3-ქულიანი სისტემით აფასებდა.
ღონისძიებაში გუნდმა - „ნიჭიერები“ გაიმარჯვა, რომლის წევრები სიგელებით დაჯილდოვდნენ
„ღონისძიება იყო ძალიან სახალისო და საინტერესო. მადლობა ღონისძიების ავტორს მარინე ჯაჯანიძეს. მან შეძლო მოტივაცია და ჩართულობა აემაღლებინა თითოეული მოსწავლისათვის. ვუსურვებ წარმატებებს წამყვან პედაგოგობაზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები