დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას მარტვილის მუნიციპალიტეტის რაიონული სამმართველოს არასრულწლოვანთა მიმართულებით მომუშავე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის მაიორი პლატონ სხულუხია ეწვია.
სტუმარი სკოლის VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებს შეხვდა და არასრულწლოვანთა შორის გავრცელებულ სამართალდარღვევათა შესახებ ესაუბრა.
მოსწავლეებმა თავის მხრივ შეკითხვები დაუსვეს სტუმარს.
საუბარი ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა.
იხილეთ ფოტო