შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
წარმატებულ მოსწავლეებს სერთიფიკატები სკოლის დირექტორმა აიდა აზატიანმა გადასცა და წინსვლა უსურვა.
სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს.
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში, „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
იხილეთ ფოტოები