დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოზაანის საჯარო სკოლაში (სკოლის დირექტორი: მზია ლეკაშვილი) მოეწყო გამოფენა „ჩემი თვალით დანახული ფიროსმანი“.
გამოფენას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი ნინო მეხრიშვილი.
გამოფენისთვის ნახატები შეასრულეს მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა.
გამოვლინდა საუკეთესო ნახატები, რომლის შემსრულებლებიც დაჯილდოვდნენ ქების სიგელით და საჩუქრებით.
იხილეთ ფოტოები