დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ისტორიის კლუბის „დიდგორის“ (ხელმძღვანელი: ჟუჟუნა ცეცხლაძე) ინიციატივით დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება თემაზე: „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის პერიოდზე, მნიშვნელოვან მოვლენებზე, გატარებულ რეფორმებზე და მათ მნიშვნელობაზე, გადახდილ ომებსა და ქვეყნის გაერთიანებაზე, მის ღვაწლსა და დამსახურებაზე ერისა და ქვეყნის წინაშე.
„იგი იყო საქართველოს არა მარტო ფიზიკური აღმაშენებელი, არამედ სულიერიც, რის გამოც მადლიერმა ერმა მას „აღმაშენებელი“ უწოდა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები