„Izrune.ge-მ არა მხოლოდ კლასი, არამედ მშობლებიც ძალიან მეგობრულები გახადა“ - ლიდერთა გამოცდილება თბილისის N106 საჯარო სკოლიდან
14-02-2019

როგორც იცით, Izrune.ge-მ თბილისის ლიდერი სკოლების ლიდერი მეგობრული დაწყებითი კლასები გამოავლინა და მათ შორის მოწინავე ადგილი თბილისის N106 საჯარო სკოლას უჭირავს.

Izrune.ge  სკოლის განსაკუთრებულად მზრუნველ კლასის დამრიგებლებსა და გამორჩეულად მეგობრულ მოსწავლეებს სიამაყით გაგაცნობთ.

სოფიო მეხაშიშვილი, Iდ კლასის ხელმძღვანელი:

„პროექტში თავიდანვე დიდი ინტერესითა და სიხარულით ჩავერთეთ, შემდეგ შევიტყეთ „მეგობრული კლასის“ ტიტულის შესახებ და მისი მოპოვება დავისახეთ მიზნად, ერთობლივი მუშაობით წარმატებით გავედით ამ შედეგზე, რაც ძალიან მახარებს. Izrune.ge-მ არა მხოლოდ კლასი, არამედ მშობლებიც ძალიან მეგობრული გახადა ერთმანეთის მიმართ, ისინი ერთობლივად ზრუნავენ შვილების ბედნიერ მომავალზე და აქტიურად თანამშრომლობენ სკოლასთან. ბავშვებს მოსწონთ შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომები და მოუთმენლად ელიან ტესტების გავლას, მეორე დღეს კი აქტიურად განვიხილავთ ხოლმე საკითხებს და ვიღრმავებთ ცოდნას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლის პროცესი უფრო სახალისო ხდება და ჩვენც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ჯერ „სუპერ“, შემდეგ კი „მომავლის კლასის“ სტატუსის მოსაპოვებლად.“

sopio.jpg

Iდ კლასის მეგობრული და წარმატებული მოსწავლეები, საშუალო ქულა 94:

ახვლვლედიანი გიორგი, ბადაშვილი რატი, ბაძაღუა საბა, ბერაძე ბარბარე, ბიჭიკაშვილი თამარ, გრიგალაშვილი ელენე, გუთანაიძე საბა, თათეშვილი ნიკოლოზ, თევზაძე გიორგი, კაპანაძე ნინო, კობახიძე საბა, კოდუა სესილია, კრავეიშვილი მარიამ, მარხვაშვილი ვაჟა, მეკალუაშვილი ანდრია, სუხიტაშვილი ელენე, ტაბატაძე ოთარი, ფუხაშვილი გიორგი, ქურდაშვილი ელენე, ყოჩიაშვილი ნიტა, შველიძე ნიკოლოზ, ჩადუნელი გიორგი, ჩხაიძე ელენე, წიკლაური ლუკა, ჯავახიშვილი თამარ.

მეგი გუმბერიძე, Iვ კლასის დამრიგებელი:

„მეგობრული კლასის“ სტატუსის მოპოვების შემდეგ კიდევ უფრო დიდი წინსვლის მოტივაცია გაუჩნდათ მოსწავლეებსა და მშობლებს. ერთხმად ვთანხმდებით, რომ Izrune.ge 21-ე საუკუნეში წარმატებისთვის მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაში ეხმარება ბავშვებს. ტესტების ინდივიდუალური, მეთოდოლოგიურად გამართული და მამოტივირებელი ფორმატი მოსწავლეთა დაინტერესებას იწვევს, მათთვის მნიშვნელოვანია ვიზუალური მასალა და სახალისო მიდგომები. ჩვენი პატარები მოუთმენლად ელიან ტესტების დღეს და შემდეგ საკითხების განხილვას. Izrune.ge სკოლისთვის ცოდნის მონიტორინგისა და მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართვის საუკეთესო საშუალებაა, ამ მონაცემების გათვალისწინებით ჩვენი მუშაობა მეტად ნაყოფიერი ხდება და ერთობლივი ძალებით საუკეთესო შედეგებისკენ მივისწრაფვით.“

megii.jpg

Iვ კლასის მეგობრული და წარმატებული მოსწავლეები, საშუალო ქულა 94:

ანთიძე ზურაბ, ბულაცოვი ლევანი, ბუსქანძე გაბრიელი, გამეზარდაშვილი ნია, გარუჩავა ნინო, გაჯიევი ისა, გვაზავა ელენე, გოქსაძე ბარბარე, დემურაძე ქრისტესია, დოლიაშვილი ლაზარე, თირქია მარიამი, კანკია ანასტასია, კვანტრიშვილი ნინო, კიზირია თომა, კლდიაშვილი გვანცა, მარტიროსიანი დანიელ, მიგრიაული ანდრია, ნადაშვილი დაჩი, შველიძე ანასტასია, ჩხეტია მარიამი, ჭელიძე ნიკოლოზ, ხმალაძე ლიკა, ჯავახიშვილი საბა, ჯმუხაძე დავითი.

შორენა იმედაიშვილი, Iა კლასის ხელმძღვანელი:

„თავდაპირველად, მშობლებს გავაცანით ინოვაციური პორტალი, პრეზენტაციას დიდი დაინტერესება მოჰყვა. შემდეგ ბავშვებმა ტესტები გაიარეს და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ მიდგომებს რომ გაეცნენ, Izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური წევრები გახდნენ. პორტალი მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. მათ ტესტებთან მუშაობა ისწავლეს, აქამდე მშობლები ეხმარებოდნენ კითხვაში, ახლა უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ საკითხების გააზრება. Izrune.ge-ს მთავარი მიზანი, ოჯახის, ბავშვისა და სკოლის დაახლოვება, ვფიქრობ, ჩვენს კლასში უკვე შესრულებულია. და ახლა ერთობლივი ძალებით „მომავლის კლასის“ ტიტულის მოსაპოვებლად ვიბრძვით.“

shorenaa1.jpg

Iა კლასის ყველაზე მეგობრული და წარმატებული მოსწავლეები, საშუალო ქულა 93:

ბარამიძე ნიკოლოზ, გარსევანიშვილი მათე, გვასალია ნიკოლოზ, გიგაური ემილი, გოქსაძე ბარბარე, დათვიაშვილი თათა, დევნოზაშვილი ლაშა გიორგი, ივანელაშვილი ელენე, ივანელაშვილი დაჩი, კაველიძე ანი, კომახიძე ლუკა, კუპრაშვილი ნატალია, ლეკიშვილი ნიკოლოზ, მამულაიძე ბარბარე, მარანელი საბა, მეგენეიშვილი ნინი, მიდოდაშვილი ანასტასია, ოდიშვილი ბარბარე, პაპავა ელენე, რამიშვილი მიხეილი, ტუღუში ლოლიტა, წარუაშვილი იოანე, ჭანტურიძე ლიზი, ხელაძე სანდრო, ჯავახიშვილი შორენა, ჯინჭარაძე იესე.

ელზა ჭიკაძე, IIIე კლასის დამრიგებელი:

Izrune.ge-მ  ნომერ პირველი პრობლემა, სასკოლო ცხოვრებაში მშობლების სისტემური ჩართვა, გადაჭრა და მთელი სასკოლო საზოგადოება წარმატების ირგვლივ, მომავალ თაობაზე ზრუნვით გაგვაერთიანა. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან ტესტების გავლას და შემდეგ შედეგების ერთმანეთისთვის გაზიარებას. პორტალთან ერთად საგაკვეთილო პროცესიც უფრო სახალისო და მეგობრული ხდება. Izrune.ge კლასისა თუ სკოლისთვის წარმატების საზომია და ჩვენც ძალას არ დავიშურებთ, რომ პირველები ვიყოთ საგანმანათლებლო ინოვაციებში“.

IIIე კლასის მეგობრული და წარმატებული მოსწავლეები, საშუალო ქულა 90:

ბარსეგოვი ლანა, ბეგიაშვილი გაბრიელი, ბერიძე ქრისტინე, ბოჭორიშვილი ბარბარე, გაფრინდაშვილი ელენე, გომურაშვილი ნიკოლოზ, დამაცევა ალექსანდრა, ვარაზაშვილი გაბრიელი, თაყნიაშვილი ლუკა, მაისურაძე ანანო, მამაიშვილი ნიკოლოზი, მაღლაფერიძე მარიამი, მაჭარაშვილი ბარბარე, მრელაშვილი მარიამ, მხატრიშვილი ბექა, ნადაშვილი ეკატერინე, პაპავა ნიკოლოზ, ტატულიშვილი ბექა, ქარდავა დიმიტრი, ქებულაძე ლიკა, ღვინაშვილი ცოტნე, ყრუაშვილი ლიზი, შაკაია საბა, შველიძე ბექა, ცერცვაძე თამაზ, ხალილოვი ამინა, ხარატაშვილი ანა.

55.jpg

მოცემული რეიტინგი 27 იანვარს „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ შემაჯამებელ ტესტში მიღებულ საშუალო შეწონილ ქულას ეყრდნობა.

შეგახსენებთ, რომ „მეგობრული კლასის“ სასტარტო წამახალისებელი ტიტული ენიჭება კლასს, როდესაც Izrune.ge-ში კლასის მოსწავლეთა სრული რაოდენობის 90-100% ჩართულია.

„სუპერ კლასის“ ტიტულის მინიჭება მოხდება თებერვლის „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“ შემაჯამებელი ტესტის ქულების მიხედვით.

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი ამაყია დიდი ოჯახის პატარა წევრების წარმატებით და მადლობას უხდის მშობლებსა და დამრიგებლებს გაწეული ზრუნვისთვის.

Izrune.ge თბილისის ლიდერი სკოლების ლიდერი მეგობრული დაწყებითი კლასების სხვა საამაყო წევრებთანაც საინტერსო ინტერვიუებს შემოგთავაზებთ. 

დაწყებითი კლასები ახალი.jpg

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203