ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლის მე-4 კლასში ხელმძღვანელმა ნათია მეფარიშვილმა გაკვეთილი - „ჩვენ ვსწავლობთ „ვეფხისტყაოსანს“ ჩაატარა.
გაკვეთილზე მიწვეული იყო ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სოფიო კალანდაძე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო პროცესი საინტერესოდ წარიმართა, გაკვეთილი მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებით იყო დატვირთული, მოსწავლეები მასში მონდომებით ჩაერთნენ და იაქტიურეს.
იხილეთ ფოტო