წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელთა კლუბი „ქიაჩი“ პროგრამაში - „მომავლის თაობა“ აქტიურად არის ჩართული.
პროგრამას ორგანიზაცია PH international აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს.
კლუბმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ციალა სამუშიასა და რუზანა კონჯარიას ხელმძღვანელობით, არაერთი პროექტი განახორციელა. ბოლოს კლუბის წევრები ჩართული იყვნენ „ტექნიკის კონკურსში“, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხიდან 200 სკოლა მონაწილეობდა. სკოლის კლუბი 7 გამარჯვებულს შორის მოხვდა და ლეპტოპით დაჯილდოვდა.
„მადლობა კლუბის წევრებს და მათ ხელმძღვანელ მასწავლებლებს. გისურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო