თამთა მელიქიძე ასპინძის საჯარო სკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, რომელმაც ასევე წარმატებით გააგრძელა სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე.
ის არის პრეზიდენტის (სახელმწიფო) სტიპენტიატი ( მიენიჭა 03/12/2018 წ.) და ასევე დაფინანსდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრსიტალის“ სტიპენდიით (2017 წ.).
თამთა მელიქიძე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტრეინინგ- სემინარებში მათ შორის:
საქართველო და ევროპასთან ასოცირება
ტრეინინგი განხორციელდა USAID-ის პროექტ G4G – „მმართველობა განვითარებისთვის და ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით (23/10/2018–30/11/2018).
ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული ლიბცენტრის კურსდამთავრებული. კურსი მოიცავდა საჯარო ლექციებს, ბლოგის წერას, საჯარო გამოკითხვებს (ინტერვიუებს) და სხვა.
თამთა მელიქიძე არის თანაავტორი წიგნისა და ელ. პორტალისა - „ცოცხალი კონსტიტუცია“. რომელიც მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.
„თამთა მელიქიძე ჩვენი სკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, სკოლაშიც კარგი სწავლით გამოირჩეოდა, წარმატებებს ვუსურვებ მას“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი კლარა ზედგინიძე.
იხილეთ ფოტოები