მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები სკოლის კურსდამთავრებულს ახალგაზრდა გამომგონებელ გიორგი გაბარაშვილს შეხვდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გიორგი გაბარაშვილი მოსწავლეებს თანამედროვე ინჟინერიის განვითარებაზე, სპეციალისტების დეფიციტსა და საჭიროებაზე ესაუბრა.
კურსდამთავრებულმა მეშვიდეკლასელებს უამბო იმ საერთაშორისო გამოფენებისა და კონკურსების შესახებ რაშიც მონაწილეობდა. მან სკოლის აღსაზრდელებს მოუწოდა ტექნიკური საგნების შესწავლით დაინტერესდნენ.
იხილეთ ფოტოები